The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ბაგრატიონი-დადიანი

ოფიციალური სახელი:ელენე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ელენე დედოფალი იყო ასული ქართლის მეფის სვიმონ მეორისა (1619-163I) და მეუღლე ვამეყ III დადიანისა (1658- 1661). მეცნიერთა ნაწილი ამ მანდილოსნის სახელს უკავშირებს "რუსუდანიანის" დაწერას. ხელნაწერის X კარის სათაურის წარწერაა: "აქა მეათე ძმის ფირანის სათქვამი, ანბავი შამას ხელმწიფის ბანარზისა და გლახისათვის. საუკუნომცა არს სახსენებელი დედოფლის ელენესი. ამინ". ელენე დედოფალი ჩანს ზოგიერთ სხვა ნუსხაშიც. ვარაუდობენ, რომ ამ ელენეს სახელი დართული ჰქონია "რუსუდანიანის" თავდაპირველ ნუსხას, რომლიდანაც მერე ის სხვებშიც გადასულა. სხვა რაიმე მყარი საბუთი "რუსუდანიანის" ელენე დედოფალთან დასაკავშირებლად არ მოიპოვება. "რუსუდანიანთან" ერთგვარი კავშირი უნდა ჰქონდეს როდამ ფაღავასაც; ერთ-ერთ ხელნაწერში იკითხება მისი სახელი ("ღმერთო, წარუმართე ფაღავას ქალს როდამს"). დადიანთა კარი მწიგნობრობის მძლავრ კერას წარმოადგენდა. "რუსუდანიანის" იქ შექმნა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მის ლიტერატურულ ტრადიციებს.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.93-94


გააზიარე: