The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე ციმაკურიძე

კოტე ციმაკურიძე
Legal name:კონტრატე ციმაკურიძე
Date of birth:1904
Date of death:1996  (at 92 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Economist, Public official, Financier

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თლუხი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ბანკის მუშაკთა გადასამზადებელი ორწლიანი კურსები; ლენინმგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი.

ახალგაზრდობაში დამოუკიდებლად შეისწავლა საბუღალტრო საქმე და სოფელ ჭელიაღელის საკრედიტო ამხანაგობის ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ბანკში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1937 წელს, როგორც უკვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დააწინაურეს და საქართველოს ფინანსთა კომისრად დაინიშნა, სადაც 1947 წლამდე იმუშავა, ხოლო 1947 წელს საქართველოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, 1954 წელს კი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თანმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, პარალელურად 1956-1957წწ. ვაჭრობის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა; 1960-1980წწ. იყო ფასების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ეკლესიას მოეხსნა დაკისრებული გადასახადები. ორჯერ იყო არჩეული  სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სამჯერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.361-362


Share: