The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მინაშვილი

ლადო მინაშვილი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მინაშვილი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1939  (87 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბაადების ადგილი: სოფელი ტობანერი, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე; 1990–2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჭავჭავაძის სასწავლო-სამეცნიერო კაბინეტის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა XIX ს. ქართული ლიტერატურის ისტორია. ავტორია ნაშრომებისა: "ილია ჭავჭავაძის ლირიკა" (1977), "ქართველი რომანტიკოსები ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ" (1980), "ილია ჭავჭავაძე" (1995), "ლიტერატურული ნარკვევები და წერილები" (2003), "ლიტერატურული ნარკვევები" (2009), "ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" (2017) და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: