The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ცხვედიანი

ქეთევან ცხვედიანი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1930  (96 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1961წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთის საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1961 წლიდან სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თეთრიწყაროს რაიკომის მდივნად, მეორე მდივნად, თეთრიწყაროსა და წალკის გაერთიანებული რაიონების განათლების განყოფილების გამგედ, N1 ქართული სკოლის დირექტორად, რაიონის უფროს მეთოდისტად და სხვა. არჩეული იყო საქართელოს მასწავლებელთა სამი ყრილობისა და საკავშირო მასწავლებელთა ყრილობის დელეგატად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოებული იყო მრავალი დიპლომითა და მედლით.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.363

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: