| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზურაბოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია 1894 წელს (I თანრიგით). დაიბადა აზნაურის ოჯახში; ჯარში მსახურობდა 1886 წლიდან; 1895-1900წწ. მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის საპატრონო ქარხნის უფროსის უფროს თანაშემწედ; 1900-1907წწ. - იმავე ქარხნის სახელოსნოების უფროსად; 1906 წლის 7 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1907-1909წწ. იმყოფებოდა თადარიგში; 1909-1910წწ. მსახურობდა იჟევსკის საიარაღო და ფოლადჩამომსხმელი ქარხნების სახელოსნოების უფროსად; 1911-1916წწ. - ლუგანსკის საპატრონო ქარხნის უფროსის თანაშემწედ ტექნიკურ დარგში. სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

