The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ნათაძე

იასონ ნათაძე
სხვა სახელი:ჭია-ჭია
ალეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1911  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალევი, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა სასულიერო სემინარია.

მოწაფეობის დროიდანვე წერდა ჟურნალ-გაზეთებში ("კრებული", "დროება", "სასოფლო გაზეთი" და სხვ.) ეროვნულ, სახელმწიფოებრივ, გლეხთა ქონებრივი მდგომარეობის, სწავლა-აღზრდისა შესახებ. მონაწილეობდა 1870-1880-იანი წლების ქართველ სცენისმოყვარეთა წრეში, 1875 წლის 27 ნოემბერს "პეპოში"  ზიმზიმოვის როლი შეასრულა. თეატრს სხვაგვარადაც ეხმარებოდა. ცნობილი იყო, როგორც პროგრესული მწერალი და უანგარო მუშაკი. გრიგოლ, შალვა და ლეო ნათაძეების მამა, მოსე ნათაძის ძმა. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.444


გააზიარე: