| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნამანევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით 1968 წელს. 1968-1978 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1978 წელს სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც აქტიურად ჩაება კოსმოსის ათვისების სამეცნიერო კვლევებში. მისი უშუალო შესრულებით დამუშავებული და აგებული იქნა სითხეების თბოგამტარიანობის გაზომის უმაღლესი სიზუსტის დანადგარები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებთან ერთად 1996 წლიდან მუშაობდა "საქენერგოში" საქართველოს მიმდინარე და პერსპექტიული დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელად. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.365
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

