| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თათია ყულჯანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. 2010-2014 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2014-2016 წლებში დაასრულა იმავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა ეკოლოგიაში, რის ფარგლებშიც მუშაობდა ჯავახეთის ტბების თევზების ეკოლოგიის საკითხებზე; 2017 წლიდან სწავლა განაგრძო ჩეხეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ქ. პრაღა) რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2022 წელს მოიპოვა იქთიოლოგის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში გადაეცა Josef Hlávka-ს სახელობის ჯილდო საუკეთესო სტუდენტებისათვის; მისი სამეცნიერო კვლევითი ინტერესი უკავშირდებოდა საქართველოს და კავკასიის რეგიონის თევზების მრავალფეროვნებას, ეკოლოგიას და კონსერვაციას, მუშაობდა თევზის ინვაზიური სახეობების კვლევაზე. მიუხედავად მისი ხანმოკლე სამეცნიერო საქმიანობისა, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა სამხრეთ კავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს მტკნარი წყლების თევზების მრავალფეროვნების კვლევაში. მის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები გამოცემულია არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციაში: Risk of invasiveness of non-native fishes in the South Caucasus biodiversity and geopolitical hotspot (doi.org) (თანაავტორი). - NeoBiota, 2022. - 109-133; A global-scale screening of non-native aquatic organisms to identify potentially invasive species under current and future climate conditions (doi.org) (თანაავტორი). - Science of The Total Environment, 2021. - 147868; The first unified inventory of non-native fishes of the South Caucasian countries, Armenia, Azerbaijan, and Georgia (doi.org) (ავტორი). - Knowledge & Management of Aquatic Ecosystems, 2021. - 1-16; Evaluation of the potential establishment of black-striped pipefish transferred by cultural drivers (doi.org) (ავტორი). - Inland Waters, 2021. - 278-285; Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia (doi.org) (ავტორი). - Journal of Applied Ichthyology, 2020. - 501-514; Fish species composition, sex ratio and growth parameters in Saghamo Lake (Southern Georgia) (doi.org) (ავტორი). - Biologia, 2018. - 93-100. წყარო: ლევან მუმლაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

