The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მინდელი

ლევან მინდელი
Date of birth:3 October, 1939
Date of death:4 November, 2019  (at 80 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

მუშაობდა მოსკოვში ეკონომიკა-მათემატიკის ცენტრსა და სახალხო მეურნეობის პროგნოზირების (1991-მდე) ინსტიტუტებში. 1991 წელს იქვე ჩამოაყალიბა მეცნიერული კვლევისა და სტატისტიკის ინსტიტუტი, რომელსაც 1991–2005წწ. ხელმძღვანელობდა. 2005–2016წწ. იყო რუსეთის მეცნიერების განვითარების პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი; 2016–2019წწ. – სამეცნიერო ხელმძღვანელი. მის ინტერესების სფეროში შედიოდა სამეცნიერო კვლევების დაგეგმვის, მართვისა და ეფექტიანობის შეფასების პრობლემები, მეცნიერული ეკონომიკა, მეცნიერებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემების მართვა და განვითარების პროგნოზირება, ინოვაციური პოლიტიკა. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და  რამდენიმე მონოგრაფიის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; რუსეთის მეცნიერებათა აკადემია: new.ras.ru

Member of Organizations

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2011-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (2010-)

Awards and Honors

  • 1997 - რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: