The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისაკ თოხათელოვი

ისაკ თოხათელოვი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1853
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1918  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი 1873 წელს და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი (1-ი თანრიგით) 1875 წელს.

სამხედრო სამსახური დაიწყო ახალციხის საციხოვნო არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1884-1896წწ. მეთაურობდა ასეულს; 1896-1898წწ. მეთაურობდა მიხეილის საციხოვნო არტილერიის (ქ. ბათუმი) I ბატალიონს; 1898 წელს დაინიშნა ქერჩის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად. 1900 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1898-1906წწ. მსახურობდა კვანტუნის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად. მონაწილეობდა რუსეთის არმიის ჩინეთის ლაშქრობაში (1900-1901) და რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). ომის დროს თავისი პირადი შემადგენლობით ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. 1906 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1906 წელს დაინიშნა ვიბორგის საციხოვნო არტილერიის მეთაურად. 1906 წლის ოქტომბერში დაინიშნა ვლადივოსტოკის საციხოვნო მე-2 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1906 წლიდან ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მათ შორის "სამხედრო ორდენის IV ხარისხის წარჩინების ნიშნით" (1878), მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები. დაიღუპა ქ. პიატიგორსკში, 1918 წლის 19 ოქტომბერს ტყვეების მასობრივი დახვრეტების დროს. გენერალ-ლეიტენანტი (1910).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.67-68

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1904 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1894 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1888 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1883 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: