The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მინდიაშვილი

დიმიტრი მინდიაშვილი
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 2021  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრასნოიარსკი, რფ
კატეგორია:მეცნიერი, მწვრთნელი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კრასნოიარსკის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელი (1972–2008; 2004 ოლიმპიადის გარდა). მისი აღზრდილები არიან ი. იარიგინი, ა. საიტიევი, ს. მურთაზალიევი და სხვ. სსრკ (1974, 1976). დააარსა კრასნოიარსკის უმაღლესი სპორტული ოსტატობის სკოლა ჭიდაობაში (2008 წლიდან აკადემია ატარებს მის სახელს). არის წიგნების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს ფილას (Fila – Comite Mondial des Luttes Traditionnelles) ორი ოქროს ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), კრასნოიარსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2008). სპორტის სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის განათლების აკადემია, წევრი (2011-)
  • რუსეთის განათლების აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - რუსეთის ფედერაციის გმირი
  • 2011 - კრასნოიარსკის საპატიო მოქალაქე
  • 1964 - სსრკ სპორტის ოსტატი
  • სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი
  • რუსეთის XX ს. საუკეთესო მწვრთნელი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: