| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზილიხან ბატონიშვილი![]()
Biography"დავითნის" ერთი ნუსხა დამზადებულია "ბრძანებითა ბატონისშვილი ზილიხანისათა" XVII საუკუნეში. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ბოლოს ერთვის მხედრული მინაწერი: "დაიწერა და სრულ იქმნა წმიდადა სულთა განმანათლებელი დავითნი ბრძანებითა ბატონისშვილი ზილიხანისათა. ახმარნეს ღმერთმან დღეგრძელობასა და ახოდ ყოფნასა შინა. ამინ და კირიელეისონ". ტექსტს ბოლოს დართული აქვს ძველი ხელნაწერიდან გადმოტანილი ძვირფასი ილუსტრაციები, რომელთაც ქართველი ხალსის მატერიალური კულტურისა და ეთნოგრაფიული ყოფის გასაცნობად უდიდესი მნიშვნელობა აქვთ (ხარება, ტაძრად მიყვანება, ჯვარცმა და სხვ.). ამ მანდილოსანმა არა მხოლოდ "დავითნის" საინტერესო ნუსხა დაამზადებინა, არამედ მაღალი ოსტატობით შესრულებული ნახატებიც გადაარჩინა და შემოინახა. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.96
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

