| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2001 წელს; 1998-2000წწ. იყო გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ფილიალის სტუდენტი; 1998 წელს გახდა გერმანიის ლაინს კლუბის სტიპენდიანტი და სწავლობდა ქალაქ მურნაუს გოეთეს ინსტიტუტში. 2001 წელს დაიკავა პირველი ადგილი "სტუდენტური დღეები 2001"–ის რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში. ციურიხის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევის ინსტიტუტის დოქტორანტი, შვეიცარიის კონიუნქტორის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. ციურიხში მართავს საფინანსო ფირმას, რომლის შრომის იარაღი ხელოვნური ინტელექტია. ციურიხის უნივერსიტეტში, ინფორმაციისა და მედიის კვლევის ინსტიტუტში კითხულობს ლექციებს დიდი მონაცემების, სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.268; რადიო თავისუფლება: facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

