The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მინორსკი

ვლადიმერ მინორსკი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1877
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1966  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კემბრიჯი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვოლგის კორჩევი.

დაამთავრა მოს­კოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1900 წელს; ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი 1903 წელს.

1903 წლიდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იყო დიპლომატიურ სამსახურში ირანსა და თურქეთში). 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნდა. 1917–1919წწ. ცხოვრობდა ირანში;  1919–1932წწ საფრანგეთში; 1932 წლიდან ინგლისში. თავისი ფუნდამენტური ნაშრომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მ. შ. საქართველოს ისტორიის შესწავლაში; გამოთქვა მოსაზრება წანარების (ერთ-ერთი კახური ტომი) პირველსაცხოვრისის შესახებ. მისი აზრით, ისინი დარიალის კარის რეგიონში სახლობდნენ. იზიარებდა იმ მკვლევართა მოსაზრებას (კ. თუმანოვი, ნ. ბერძენიშვილი, თ. პაპუაშვილი), რომლებიც თვლიდნენ, რომ VIII ს-ში, არჩილის მეფობისას, შაქში (ჰერეთი) დამკვიდრებული სამი ძმა (ქართული წყაროებით, ადარნასე "ბრმის" ძმისწულები) და შემდეგდროინდელი ჰერეთის მთავრები ბაგრატიონთა ერთ-ერთ შტოს ეკუთვნოდნენ. მან შეისწავლა შირვანისა და დერბენდის ისტორია, სადაც აღნიშნავს, რომ XII ს. დასაწყისიდან XIII ს. 20-იან წლებამდე, შირვანი განიცდიდა საქართველოს პოლიტიკურ გავლენას. შირვანის შაჰები საქართველოს მეფის მორჩილნი იყვნენ, როგორც გიორგი III-ის, ისე თამარის მეფობის დროს. 1937 წლიდან იყო ლონ­­­­­­­­დონის უნივერსიტეტის პროფესორი. აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: