| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მარდანოვი![]()
Biographyდაამთავრა კავკასიის სამხედრო გამმიჯვნელთა და სამხედრო ტოპოგრაფთა სკოლა 1874 წელს და გენერალური შტაბის აკადემია - 1882 წელს. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1878-1882წწ. მსახურობდა ასმეთაურად 161-ე ალექსანდროპოლის ქვეით პოლკში; 1882-1884წწ. - მე-20 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი; 1884-1888წწ. - კავკასიის II საარმიო კორპუსის შტაბი, დავალებათა ოფიცერი; 1888-1889წწ. - 22-ე ადგილობრივი ბრიგადის უფროსის მმართველობაში, დავალებათა ოფიცერი; 1889-1890წწ. - ქერჩის სიმაგრის შტაბის სამშენებლო განყოფილების უფროსი; 1892 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1890-1894წწ. - კავკასიის სარეზერვო ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცერი; 1894-1896წწ. - მიხეილის სიმაგრის (ქ. ბათუმი) შტაბის უფროსი; 1896-1898წწ. - მე-2 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; 1898-1900წწ. - 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; 1900-1904წწ. - მოჟაისკის 141-ე ქვეითი პოლკის მეთაური; 1904-1905წწ. - აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 მსროლელი დივიზიის I ბრიგადის მეთაური; 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაწინაურდა ბრძოლაში სოფელ ლიანდანსანთან (მანჯურიაში). 1905-1907წწ. - ამურისპირა სამხედრო ოლქის გენერალკავარტირმაისტერი; 1906-1907წწ. - გრენადერთა მე-3 დივიზიის I ბრიგადის მეთაური; 1907 წლიდან - ციმბირის მე-3 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაური; იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1904). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

