| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირანდუხტი![]()
Biographyვახტანგ გორგასლის უმცროსი და. ჯუანშერის (XI ს.) ცნობით იგი ვახტანგის დაბადებიდან (431) "მეექუსესა წელსა" დაბადებულა. იმდროინდელ ქართლის სამეფოში არსებული წესის თანახმად, იზრდებოდა "კასპის სპასალარის" ოჯახში. 441 წელს ჩრდილო კავკასიიდან ქართლში შემოსულმა მომთაბარეებმა, რომელთა შორის ოსთა წინაპრებიც იყვნენ, ქართლის მოოხრების შემდეგ კასპიდან სამი წლის მირანდუხტიც გაიტაცეს. ვახტანგ მეფე ძალზე წუხდა მირანდუხტის ტყვეობაში ყოფნას. 447 წელს "კავკასიანნი მეფეთა" და ქართლ-ალბანეთის მარზპანის – ვარაზ-ბაკურის მხედრობასთან ერთად ვახტანგმა ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა და მირანდუხტი ტყვეობიდან გამოიხსნა. 460 წელს, ქართლში ირანელთა ლაშქრობის შემდეგ, საზავო მოლაპარაკებისას ირანის შაჰმა (იგულისხმება პეროზი, 459–484) ვახტანგ მეფეს, თავისი მტრების წინააღმდეგ შემწეობის გარდა, მირანდუხტი სთხოვა ცოლად. ვახტანგი დათანხმდა. შაჰმა ანტიოქიას (ქ. ნისიბინი) აღასრულა "ქორწილი სამეუფო", რომელსაც ვახტანგის დედა – საგდუხტი და "დაჲ ხუარანძეც" დაესწრნენ. 460 წელს შემდეგ მირანდუხტის ბედი უცნობია. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

