The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ წიკლაური

ვასილ წიკლაური
სხვა სახელი:ვასიკო წიკლაური
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1962
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1993  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1977-1981 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სახელობის  სამხატვრო სასწავლებელში; 1987-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს სამხატვრო აკადემიაში.

1978-1992 წლებში დაკავებული იყო რაგბით და იყო საქართველოს ნაკრების წევრი. 1981-1983 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებული სამსახურში. 1992 წლის 3 ნოემბრიდან 1993 წლის 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლად (სამხედრო წოდება - ზემდეგი). აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულკად დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს (მასთან ერთდ დაიღუპნენ ძმა, ნიკოლოზ (ნუკრი) წიკლაური და დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, (2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხივე ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და გაირკვა, რომ ოთხივე ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა). 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.503; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: