| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ზალდასტანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1986-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1988-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქალაქ ნემანში. 1992 წლის 3 ნოემბრიდან 1993 წლი 22 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლად (სამხედრო წოდება - ზემდეგი). აფხაზეთში შიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულკად დაიღუპა ავიაკატასტროფისას ბაბუშერის აეროპორტში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში, დაიღუპა ძმასთან, თემურ ზალდასტანიშვილთან და ბიძებთან, ნიკოლოზ (ნუკრი) და ვასილ (ვასიკო) წიკლაურებთან ერთად, (2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხივე ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და გაირკვა, რომ ოთხივე ნეშტი ერთ ოჯახს ეკუთვნოდა). თბილისში, დელისის ქუჩას მიენიჭა ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების სახელი. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.504; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

