| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი ჭოხონელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს 1971-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა შემოქმედებით გაერთიანებაში; 1989 წლიდან იყო ალმანახ "დრამატურგის" მთავარი რედაქტორი; ლიტერატურ მოღვაწეობას სტუდენტობიდან ეწეოდა; მისი პირველი მოთხრობა "სადღეგრძელო" დაიბეჭდა უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში"; 1966 წელს საუნივერსიტეტო ლიტერატურულ კონკურსში "ნოველა-66" გაიმარჯვა და მას შემდეგ მისი მოთხრობები, პიესები, კინოსცენარები, მხატვრული თარგმანები სისტემატიურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნად, იდგმებოდა თეატრების სცენებზე. გამოცემული აქვს ხუთი პროზაული კრებული: "მოთხრობები", "ჩემი მეგობარი", "შენ კი ამბობდი", "ძმა", "ქალბატონები და ბატონები". ბ. ჭოხონელიძის სცენარების მიხედვით გადაღებულია 3 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ათამდე დოკუმენტური და რამდენიმე ნახატი ფილმი. მისი მოთხრობები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.375 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

