The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა ნაზარბეგოვი

თომა ნაზარბეგოვი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1855
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1931  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია; მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზიაში - 1874 წელს და ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1876 წელს.

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 და ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკებში. 1902 წლის 9 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1902-1894წწ. მეთაურობდა ანდიჟანის მე-4 სარეზერვო ბატალიონს. მონაწილეობდა 1904-1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომში. ომის დროს მეთაურობდა 286-ე კირსანოვოს ქვეით პოლკს. 1905-1906წწ. მეთაურობდა ოლონეცის მე-14 ქვეით პოლკს. 1906 წელს გავიდა თადარიგში. 1914 წლის ნოემბერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კვლავ იქნა გაწვეული სამხედრო სამსახურში და დაინიშნა 66-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1915 წლის აპრილში რუსული ჯარების ნაწილებმა, მისი მეთაურობით დაამარცხეს თურქული ჯარები დილმანის ბრძოლაში. 1915-1916წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბრიგადას, რომელიც 1915 წლის 19 ნოემბერს იქნა გაშლილი დივიზიაში და, ამავდროულად იქნა დანიშნული აზერბაიჯანის რაზმის უფროსად. 1916 წელს მეთაურობდა ჯარების დაჯგუფებას, რომელიც მოქმედებდა ვან-კოპის მიმართულებით. 1917 წლის იანვარში დაინიშნა ახლად შექმნილი კავკასიის არმიის VII ცალკეული კორპუსის მეთაურად, რომელიც მოქმედებდა სპარსეთში. 1918-1920წწ. იყო სომხეთის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი. არ იყო არც ერთი პარტიის წევრი. ხელმძღვანელობდა სომხეთის არმიას აზერბაიჯანთან ომში. შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის 1919 წლის 15 ივლისს მას მიენიჭა სომხეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მისი საერთო ხელმძღვანელობით სომხურმა ჯარმა და მოხალისეებმა დაამარცხეს თურქეთის ჯარები ყარაყლისის და სარდარაბადის ბრძოლებში. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის შემდეგ, 1921 წელს იქნა დაპატიმრებული და გადაყვანილი ერევანში (1936 წლიდან ქ. ერევანი), შემდეგ ქ. ბაქოში და რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაიცვალა ტფილისში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულ იქნა სამხედრო მედლით – "Medaille Militaire" - უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, რომლითაც სტატუტის თანახმად, აჯილდოებდნენ მხოლოდ არმიების სარდლებს. გენერალ-მაიორი (1906).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.77-79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1916 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1906 - ოქროს იარაღი (წარწერით "მამაცობისთვის")
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1901 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაფთით)
  • 1895 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1893 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1877 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)

გააზიარე: