| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1929 წელს. 1930–1932წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტზე; 1933–36წწ. ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 1937–1946წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე კოსმოსური სხივების ფიზიკის დარგში; 1941 წელს მან მიიღო მონაწილეობა კოსმოსური სხივების კვლევის ექსპედიციაში ალაგიოზის მთაზე (სომხეთი); 1946–1949წწ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ბირთვული იარაღის შექმნის პროექტში; 1949–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე მისი დაარსების დღიდან. მისი კვლევები ეხება ბირთვული პროცესებისა და კოსმოსური სხივების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ავტორია (ა. იშხნელთან ერთად) ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელოსი (ელექტრობა და მაგნეტიზმი). ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბირთვული ფიზიკისა და კოსმოსური სხივების დარგის მეცნიერი, პროფესორი (1974). ვეტერინარ მიხეილ მირიანაშვილის შვილი და ფიზიკოს მათე მირიანაშვილი ძმა. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

