The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ციციშვილი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Historical Person

Biography

დარეჯან მაჩაბლის მიერ აღდგენილი "მარხვანი" თავიდან აღადგინა XVII საუკუნის მოღვაწემ მარიამ ციციშვილმა. მას დასახელებული ხელნაწერი ერთობ სავალალო მდგომარეობაში უნახავს და ცდა არ დაუკლია მისი განახლებისათვის. ყოველივე ეს ჩანს მარიამის მინაწერიდან: "ნებითა და შეწევნითა ღთისაითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისათა, ჩუენ, ბატონმან ციცისშვილის ასულმან მარიამ, ხელ ვყავით წიგნისა ამის კეთებად, რომელი უხმარ ქმნილიყო და შევაკაზმინეთ ჩუენდა და პატრონისა ჩუენისა და ძეთა და ასულთა ჩუენთა წარსამართებლად... ვინც მიემთხვიოთ, ლოცვაი ყავთ ჩუენთვს. რათა თქეუენცა შეგინდნეს ღმერთმან".

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.98


Share: