| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან მირნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რეჩხი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი 1944 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით 1950 წელს. 1951 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1948 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ "ლიტერატურასა და ხელოვნებაში", 1951 წელს – პირველი სამეცნიერო გამოკვლევა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები და სამეცნიერო-პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ქართველმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო მისი კრებულები: "რიჟრაჟი ბილიკებზე" (1967), "ლურჯი სათავეები" (1967), "ტალღა და წუთი" (1970), "სტვენდა ლერწამი" (1987), "ძოწისფერი ცა" (1982), "გადაძახილი" (2006) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

