| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ოგანეზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. ჯარში მსახურობდა 1855 წლიდან. მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთ) ომში და 1859 წლის კამპანიებში; 1858 წლიდან - პრაპორშჩიკი; 1859 წლიდან - პოდპორუჩიკი; მონაწილეობდა 1860-1864წწ. და 1866 წლების ბრძოლებში; 1862 წლიდან - პორუჩიკი; 1867 წლიდან - შტაბს-კაპიტანი; 1873 წლიდან - კაპიტანი; 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე; 1878 წლიდან - მაიორი და პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის ბატალიონის მეთაური; 1881 წლიდან - პოდპოლკოვნიკი. 11 წელი და 11 თვე იყო ბატალიონის მეთაური; 1890 წლიდან - პოლკოვნიკი და სვეაბორგის ციხე-სიმაგრის ქვეითი ბატალიონის მეთაური ფინეთში; 1897 წელს გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის ჩინით. გარდაიცვალა სვეაბორგის ციხე-სიმაგრეში, ფინეთში. გენერალ-მაიორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

