| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ქორჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის საბაზო III სამედიცინო სასწავლებლის სანიტარულ-საფერშლო ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1990 წელს. 1978-1979წწ. მუშაობდა სანიტრად თბილისში: ბავშვთა მე-19 პოლიკლინიკაში, სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილებაში და საქარხნო რაიონის მე-10 პოლიკლინიკაში; 1982-1984წწ. იყო პროფესორ ნიკო მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მედრეგისტრატორი; 1991-1992წწ. თბილისის მე-4 სამშობიარო სახლის ინტერნი (მეან-გინეკოლოგის სპეციალობით); 1992-1996წწ. თბილისის მე-5 საავადმყოფო კლინიკური გაერთიანების მეან-გინეკოლოგი; 1996-2010წწ. აგრძელებს მუშაობას კონტრაქტით; კვალიფიკაცია აიმაღლა თბილისის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინოაკადემიაში მეან-გინეკოლოგის ციკლზე (1997, სპეციალობა მეან-გინეკოლოგი); მიღებული აქვს სერთიფიკატები: ტრენინგში "დედიდან ბავშვზე აივ-ინფექცია შიდსის გადაცემის პროფილაქტიკაში" მონაწილეობის მიღებისათვის (2003); საერთაშორისო კონგრესი -ოჯახის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში მონაწილეობისათვის (2005); უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული მოკლევადიანი კურსის "კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკის მნიშვნელობა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მართვაში" გავლის შემდეგ (2006); უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით "ძვლოვანი მენჯის ანომალიები, თანამედროვე კლასიფიკაცია, ვიწრო მენჯი, ფართო მენჯი და მშობიარობის მართვის თანამედროვე პრინციპები" (კლინიკური რეკომენდაციები მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე) მონაწილეობისათვის (2007). ექიმი მეან-გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.914-916 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

