| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს; კლინიკური ორდინატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში თბილისში 1988 წელს. 1988-1989წწ. ქუთაისის პირველი სამშობიარო სახლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1989-1997წწ. ქუთაისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური განყოფილების გამგე; 1997 წლიდან ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე; 1999 წელს სტაჟირებით იყო ავსტრიაში; 2006 წლიდან ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონის მმართველის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ სამედიცინო ჟურნალებში. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.- გვ.919-920
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

