| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუბენ პოზოევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1875 წელს; მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1878 წელს და არტილერიის ოფიცერთა სკოლა. მონაწილეობდა 1877-1878წწ. წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1898-1910წწ. მეთაურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადის 1-ლი დივიზიონის ბატარეას; 1910-1916წწ. - მე-20 საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს; 1916 წლიდან - მე-6 საარტილერიო ბრიგადას. 1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის ნოემბრიდან მსახურობდა სომხური საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსად. ოქტომბრის რევოლუციის შედეგ ცხოვრობდა სომხეთში. 1921 წელს დააპატიმრეს. იმყოფებოდა რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. რეაბილიტირებული იყო 2004 წელს. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1915). ლეონ და გიორგი პოზოევების ძმა. გარდაცვალების თარიღი უცნობია, გარდაცვლილია 1921 წლის შემდეგ. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

