The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ტერ-ასათუროვი

დიმიტრი ტერ-ასათუროვი
Date of birth:20 March, 1836
Date of death:7 July, 1897  (at 61 years)
Burial location:ვანქის ტაძრის ტერიტორია, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა კერძო სასწავლო დაწესებულება.

ჯარში მსახურობდა 1852 წლიდან; მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) და 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში; 1869-1870წწ. მეთაურობდა ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკის მე-3 სარეზერვო ესკადრონს; 1870-1873წწ. და 1877-1883წწ. იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდალთან; 1873-1877წწ. მეთაურობდა დაღესტნის ცხენოსან პოლკს; 1883-1884წწ. მეთაურობდა კავკასიის კავალერიის მე-2 დივიზიის მე-2 ბრიგადას; 1884-1890წწ. მსახურობდა კავალერიიის მე-11 დივიზიის უფროსად; 1870 წლის 17 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1879 წლის 29 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. მთიელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს, მძიმედ დაიჭრა, რის გამოც იმპერატორის სპეციალური ბრძანებით, მას ნება დაერთო მარჯვენა ხელის ტარება სამხედრო ტანსაცმელზე სპეციალური ჩამოსაკიდის გამოყენებით. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით მ. შ სპარსეთის "ლომისა და მზის" II ხარისხის ორდენი ვარსკვლავით (1874). გენერალ-მაიორის ნიკოლოზ ტერ-ასათუროვის ძმა. გენერალ-ლეიტენანტი (1886).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.86

Awards and Honors

  • 1884 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1874 - სპარსეთის "ლომისა და მზის" II ხარისხის ორდენი (ვარსკვლავით)
  • 1873 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1871 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (იმპერატორის გვირგვინით)
  • 1868 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1863 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1862 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: