The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ბაგრატიონი

სხვა სახელი:რომანოზ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1512
გარდაცვ. თარიღი:1580  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფის დავით X-ის და დედოფალ თამარ ჯაყელის ვაჟი. მისი მეუღლე იყო ხვარამზე, შვილი ბაგრატი (1551-1580), ბიძა გიორგი–გერასიმე, ძმა ქართლის მეფე ლუარსაბ I. რამაზ (რომანოზ) ბაგრატიონმა სიონის ღმრთისმშობელს დიდგორზე სოფელი ფიცხისი შესწირა, რომელიც ადრეც სიონის კუთვნილება ყოფილა და ყაზახებს აუოხრებიათ,  ქვათახევის ვლაქერნის ღმრთისმშობელს, ნაყიდი სოფელი თელათუბანი (ურიაყოფილ მანათურასა და მისი ძმისწულების საქონებელს გარდა), ასევე დაამტკიცა ივანე სოლაღაშვილის მიერ ქვათახევის მონასტრისათვის მიცემული ყმა–მამულის შეწირულების წიგნი  (დამწერი და თავმდები ლუარსაბ ბატონიშვილის მიერ სახლთუხუცეს ივანე სოლაღაშვილისათვის მიცემული სოფელ შინდისის წყალობის წიგნისა) მისი ნებართვით გიორგი–გერასიმემ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ზერტები, რომელიც იხსენიება თბილელ ელისე საგინაშვილსა და მერაბ ყორღანაშვილს შორის დავის გარიგების წიგნში. მისი შვილი ბაგრატი ყოფილა საბარათიანოს სარდალი. აქვე ნათქვამია, რომ რამაზ (რომანოზ) ბაგრატიონს შეუწირავს თბილისის სიონისათვის სოფელი ფიცხისი, რისი საბუთიც თბილელ ელისე საგინაშვილს ჰქონია. 

წყარო: პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით: ტ. 1.-თბ.,1991.-გვ.335


გააზიარე: