| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხვარამზე ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიახვარამზე ბაგრატიონი იყო ლევან ბატონიშვილის ასული და ვახტანგ მეექვსის და. იგი თავის ახლობელთა წრეში იზრდებოდა, იქ კი, როგორც ცნობილია, მრავალი მწერალი ტრიალებდა. ამ წრეში ყოფნამ გაუღვივა ხვარამზეს მწიგნობრული ინტერესები. ცნობილია მისი დაკვეთით გადაწერილი "ჟამნი", რომელსაც ერთვის ანდერძი: "ჩვენ, ძმისწულმან ქებულის მეფის არჩილისამან და დიდად სახელოვანის ქართველთ მეფის გიორგისამან და ასულმან დიდად პატიოსნის ლევანისამან, ბატონიშვილმან ხვარამზე-ყოფილმან ეფემიამ, მრავლითა წადიერებითა და გულმოდგინებითა აღვაწერინე ყოვლად სასურველი და წმიდაი მყოფელი ჟამნი ესე ფრიადითა კრძალულებითა... აღიწერა ჟამსა მეფობისა ვახტანგისსა". ლევან ბატონიშვილის (შაჰ ყული-ხანი) შვილი, გიორგი XI-ის (გურგინ ხანი) და არჩილ II (შაჰნაზარ ხანი) ძმისშვილი, ვახტანგ VI და. მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.111-112
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

