| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არზას ტერ-ღუკასოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა გზათა მიმოსვლის კორპუსის ინჟინერთა ინსტიტუტი 1837 წელს; 1837-1839წწ. დატოვეს ინსტიტუტში, შემდგომი განათლების გასაღრმავლებლად. დაიბადა მღვდელთმსახურის ოჯახში; 1839-1841წწ. მსახურობდა სანქტ-პეტერბურგის შემოვლითი რკინიგზის 1-ლ დირექციაში; 1841-1852წწ. მსახურობდა კავკასიის მხარის სამხედრო მიმოსვლების დირექციაში; 1852 წელს ჩარიცხულ იქნა ჯარში მაიორად და დაინიშნა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაურად; მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში; 1859-1865წწ. მეთაურობდა აფშერონის 81-ე ქვეით პოლკს, პოლკოვნიკის წოდებით; მონაწილეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიის დაპყრობაში, აულ ღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში; 1865 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა მე-19 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ; ამავდროულად ის ჩაირიცხა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის სიებში, რაც ითვლებოდა ძალზე უმაღლეს და საპატიო ჯილდოთ; 1868 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა თერგის ოლქის შუა განყოფილების უფროსად; იყო გროზნოს მთიელთა დაწყებითი სკოლის ორგანიზატორი და საპატიო მზრუნველი; 1869-1870წწ. მეთაურობდა 38-ე ქვეით დივიზიას; 1870-1876წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-II საარმიო კორპუსს; 1876 წელს დაინიშნა რუსული ჯარების ერივანის რაზმის უფროსად; მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1877 წლის 18 აპრილს ბრძოლის გარეშე დაიკავა ბაიაზეთის ციხესიმაგრე და გაანთავისუფლა იგი თურქებისაგან; 1878 წელს დაინიშნა კავკასიის გრენადერთა დივიზიის უფროსად და ალექსანდროპოლ-ახალქალაქის მაზრებში განლაგებული ჯარების სარდლად; 1879 წელს მას დაუქვემდებარეს იმიერკასპიის მხარის ჯარები, მაგრამ ამ თანამდებობაზე მან უარი თქვა ავადმყოფობის გამო და დაინიშნა კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის მეთაურად; მთელი თავისი სამსახური გაატარა კავკასიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით მ.შ. მეკლენბურგ-შვერინის II ხარისხის ორდენი, პრუსიის ორდენი "დამსახურებისათვის" (1878), მეკლენბურგ-შვერინის "გრიფის" II ხარისხის ორდენი (1878). გენერალ-ლეიტენანტი (1874). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

