| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კობიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ნევროლოგის სპეციალობით 1989 წელს; ოქსფორდის პოლიტიკის მართვის (OPM-ის) და ბრიტანეთის განვითარების სააგენტოს მიერ ჯანდაცვის ორგანიზატორებისათვის შექმნილი "სამედიცინო მენეჯმენტის" სრული კურსი (2006-2007). 1989-1998წწ. თელავის რაიონის პოლიკლინიკის ნევროლოგი; პარალელურად იყო თელავის რაიონის სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის ბიუროს თავმჯდომარე (2003 წლამდე); 2003-2005წწ. თელავის რაიონის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი; 2005 წლიდან სათავეში ჩაუდგა თელავის რაიონში ახლად დაარსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს; მიღებული აქვს სერთიფიკატი: ზოგადი ნევროლოგია (2001), ჯანდაცვის ორგანიზაცია (2001), სამედიცინო და სოციალური მედიცინის ექსპერტიზა (2001), ისრაელის სახელმწიფოს ჯანაცვის ორგანიზაცია "მაგენ დავიდ ა დომის" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სერთიფიკატი (2006); მინიჭებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნოვატორი ხელმძღვანელის წოდება რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სამედიცინო სოციალური უზრუნველყოფის ფონდის მიერ (2006); მისი, რაიონის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში პირველად შეიქმნა რაიონის დაფინანსებით სამედიცინო პროგრამები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა საპრეზიდენტო სასწრაფო დახმარების პროგრამის შექმნამდე ერთი წლით ადრე უფასო გამხდარიყო რაიონის მოსახლეობისათვის სასწრაფო სამედიცინო და პირველადი გადაუდებელი ამბულატოტიული დახმარება სტაციონარის პირობებში; ამავე დროს დაიდო ხელშეკრულება და დამყარდა საქმიანი კონტაქტები ისრაელის სახელმწიფოს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურსა და თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურს შორის; ექიმი - ნევროლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი თელავის რაიონში. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.922-923 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

