| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კურცხალია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით 1976 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საგარეჯოს და გარდაბნის სარაიონო კულტ-სახლში ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავიერი ანსაბლის ხელმძღვანელად; 1983 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; პროფესორ-პედაგოგთა ანსაბლის "ბერმუხასა" და სტუდენტთა ფოლკლორული ანსაბლის ხელმძღვანელად; არის მრავალი ფოლკლორული ანსაბლის ფუძემდებელი და შემქმნელი, მ.შ. "ჩვენებურები", "საპოვნელა"; 1986-2011წწ. იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსაბლ "ერისიონის" წამყვანი სოლისტი მომღერლი; 2011 წლიდან საჩხერის ო. ციმაკურიძის სახელობის კულტ-ცენტრში ქალთა ფოლკლორული ანსამბლის "საპოვნელას" და პარალელურად ქ. ჭიათურის საქალაქო კულტ-ცენტრის ვაჟთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "ჩანგის" ხელმძღვანელი. წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

