The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე კალანტაროვი

სტეფანე კალანტაროვი
სხვა სახელი:სტეფანე ქალანთაროვი
დაბადების თარიღი:1849
გარდაცვ. თარიღი:1925  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია.

მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში, როგორც ექიმი. მსახურობდა ალექსანდროპოლის N10 სამხედრო ჰოსპიტლის (ერევნის გუბერნია) ქირურგიული განყოფილების უფროსად. 1878 წლიდან მოღვაწეობდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პრაქტიკული ანატომიის, ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე. მინიჭებული ჰქონდა მედიცინის დოქტორის ხარისხი (1878) და პროფესორის წოდება (1885). კითხულობდა ლექციებს სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. დაჯილდოებული იყო ორდენებით. ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში. 1885 წლიდან პროფესორი და "სტატსკი სოვეტნიკი", 1900 წლიდან - ნამდვილი "სტანსკი სოვეტნიკი" და სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.91

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1898 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1890 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: