| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ქიშმიშევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტიფილისის კადეტთა კორპუსი; ალექსეევის სამხედრო სასწავლებელი და ალექსანდრეს სამხედრო-იურიდიული აკადემია. 1898 წელს სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ლიტვის პოლკში საარმიო კავალერიასთან მიმაგრებით; 1908 წელს დაინიშნა კანდიდატად სამხედრო მოსამართლის თანამდებობაზე; 1909 წლიდან იყო კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს პროკურორის თანაშემწე; 1911 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე; 1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე; 1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1916-1917წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1918-1920წწ. მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში; 1919 წელს იყო საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის სამხედრო წარმომადგენელი (სამხედრო ატაშე); 1920 წლიდან ცხოვრობდა პოლონეთში; 1925-1929წწ. მუშაობდა ქ. ჩენსტოხოვის და ქ. ლოდზის სასამართლოებში, მომრიგებელ მოსამართლედ; 1929-1932წწ. იყო ქ. ლოდზის საოლქო სასამართლოს სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარე; 1933 წელს ჩამოაყალიბა სომხების არქისაეპისკოპოსო კავშირის განყოფილება და იყო ამ განყოფილების პრეზიდენტი. გარდაიცვალა ვარშავაში. გენერალ-მაიორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

