The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ბაგრატიონი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Historical Person, Royalty

Biography

ქაიხოსრო მეფის (ქართლის მეფე 1709-1711 წლებში) ასული ანა 1724 წელს რუსეთში გაჰყვა თავის ბიძას–ვახტანგ მეექვსეს, შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და ერთგვარ მონაწილეობას იღებდა მოსკოვის ქართული კოლონიის ლიტერატურულ ცხოვრებაში. ცნობილია ანას მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ორი მომენტი. ანას დავალებით ცნობილმა მწერალმა გაიოზ რექტორმა 1777 წელს თარგმნა "კიტაიის სიბრძნე ანუ სწავლა ბედნიერად ცხოვრებისა". იგი შემონახულია მრავალ ხელნაწერში, დაიბეჭდა თბილისში 1784 წელს. თარგმანს უძღვის გაიოზ რექტორის მიმართვა ანასადმი: "მის უგანათლებულესობას მეფის ქაიხოსროს ასულს, ანნას უმდაბლესად მოვახსენებ. უგანათლებულესო მეფის ასულო, უმოწყალესო ხელმწიფეო! უბედნიერეს ჟამად ვრაცხ დროსა მას, ოდეს ღირს ვიქმენ შეძლებად ნაცვალსა თქვენ მიერისა ჩემდამო მოწყალებისასა, ვინათგან ურიცხვი მოწყალება თქვენის უგანათლებულესობისა მაწვევდა ვითარმე თანამდებობისა ამის აღსრულებასა. და ოდეს მივიღე ბრძანება თქვენ მიერ ესევითარისა სასარგებლოსა წიგნისა გარდმოთარგმნად რუსულით ქართულსა ენასა ზედა, მყისვე ხელვჰყავ გარდმოღებად, შრომისა არარად შემრაცხველმან; ვინაითგან ამის მიერ დაშთების საუკუნოდ სურვილი სიბრძნისმოყვარებისა თქვენისა". ანა ბატონიშვილის ბრძანებით დიმიტრი ბაგრატიონმა 1786 წელს თარგმნა სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი". მთარგმნელი საგანგებოდ აღნიშნავს ანას როლს. იგი წერს: "ჩემგან ამ წიგნის თარგმნა შეუძლებელი იყო საღთო წერილის ენის გამოუცდელობით, მაგრამ მამიდის ჩემის, მეფის ქაიხოსროს ასულის ანნას თხოვა-ბრძანებას ვერ ურჩ ვექმენ, ვინადგან დიდი სურვილი ჰქონდა რუსულისაგან ქართულად გარდმოღებისა". ანა ბატონიშვილი ენერგიულად იღვწოდა ქართული მწერლობის თარგმანებით გამდიდრების მიზნით და თავის თანამედროვე მწერლებს აბამდა ამ საპატიო საქმეში. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.117-119


Share: