The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ქიშმიშევი

სტეფანე ქიშმიშევი
Date of birth:10 June, 1833
Date of death:12 August, 1897  (at 64 years)
Burial location:ვანქის სომხური ტაძრის ტერიტორია, თბილისი
Category:Historian, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და 1860 წელს გენერალური შტაბის აკადემია.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1850 წელს. მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) და 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში და რუსეთის არმიის ლაშქრობებში შუა აზიაში. 1872 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1870-1877წწ. განაგებდა ამიერკავკსიის მხარის სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებებით ჯარების გადაადგილებას. 1877 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1878-1879წწ. მსახურობდა არზრუმის ოლქის უფროსად. 1879-1885წწ. იმყოფებოდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1885-1887წწ. იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან. 1887-1897წწ. მეთაურობდა ტფილისის ადგილობრივ ბრიგადას. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. ავტორია შრომებისა - "Война в Турецкой Армении 1877-1878гг."(СПб., 1884); "Походы Надир-шаха в Герат, Кандагар и Индию" (СПб.,1888); "Последние годы царства Грузинского", "Тифлис. Личные воспоминания" (1909) и "Тифлис 1840-х годов". გარდაიცვალა ტფილისში. გენერალ-ლეიტენანტი (1888).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.93

Awards and Honors

  • 1888 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1886 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1877 - ოქროს იარაღი (მამაცობისათვის)
  • 1874 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1870 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1868 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1868 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: