| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სპეციალობით 1948 წელს. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრაზე; მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის საბადოთა დამუშავების პრობლემების კვლევებში. 1949 წლიდან პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინნსტიტუტში (1953 წლიდან – მეცნიერი თანამშრომელი). 1957–1982წწ. იყო გ. წულუკიძის სახელობის სამთო საქმის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, წამყვანი ინჟინერი და 1969 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1982–2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1985 წლიდან – პროფესორი); წლების განმავლობაში იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (სამეცნიერო ნაწილში). 2006 წლიდან როგორც აკადემიის სტიპენდიატი კითხულობდა ლექციებს წიაღისეულის საბადოთა დამუშავებაზე. მისი ნაშრომები ეძღვნება აშლილი საბადოების, დიდ სიღრმეებზე განლაგებული ნახშირის სქელი თვითაალებადი და სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენების დამუშავებას და ფენოვან საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგიური კომპლექსურ-ტექნოლოგიურ შეფასება-შერჩევას, აგრეთვე საქართველოს ცალკეული რეგიონების მეურნეობის აღდგენა-განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ა. სკოჩინსკის სახელობის სამთო ინსტიტუტში (მოსკოვი), დონეცკისა და კუზნეცკის აუზების ნახშირის კვლევით ინსტიტუტებში, ნოვოსიბირსკის სამთო ინსტიტუტში ჩატარებულია ორიგინალური ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის ტყვარჩელისა და ტყიბულის საწარმოებში ნახშირის სქელი ფენების დამუშავების ეფექტური ტექნოლოგიური სქემების გამოსაცდელად და დასადგენად. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. აქვს 15 გამოგონება; წლების განმავლობაში იყო "სამთო ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი სამთო გეოლოგიის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

