The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ყორღანოვი

გაბრიელ ყორღანოვი
Date of birth:3 May, 1880
Date of death:8 January, 1954  (at 73 years)
Burial location:პერ-ლაშეზის სასაფლაო, პარიზი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსში 1897 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი - 1900 წელს და გენერალური შტაბის აკადემია - 1905 წელს.

სამხედრო სასწავლებლიდან გამოშვების შემდეგ, 1899 წელს მსახურობდა მე-6 ცხენოსან-საარტილერიო ბატარეაში. 1908-1909წწ. მსახურობდა კავკასიის 1-ი საარმიო კორპუსის შტაბის უფროს ადიუტანტად. 1909-1913წწ. მსახურობდა კავალერიის კავკასიის დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად. მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1914 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1914-1915წწ. ასრულებდა 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1915-1916წწ. ასრულებდა კავალერიის კავკასიის დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1916-1917წწ. მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა მე-15 პოლკს. 1917 წელს დაინიშნა კავალერიის მე-15 დივიზიის შტაბის უფროსად. 1917 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ჯარების მთავარსარდლის შტაბის მორიგე გენერლად. ფრონტის დაშლის შემდეგ გადავიდა სომხეთის რესპუბლიკის ჯარში, იყო პარიზში საერთაშორისო კონფერენციის, სომხური დელეგაციის სამხედრო მრჩეველი. 1920 წლის ბოლოდან ემიგრაციაში იყო. 1929 წელს დააარსა, ხოლო 1930-1934წწ. იყო "1914-1921 წლების ყოფილ სომეხ ოფიცერ-კომბატანტთა კავშირის" საპატიო თავმჯდომარე და საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის მასონთა ლოჟა "France-Armenie"-ს წევრი. 1947-1949წწ. გამოდიოდა მოხსენებებით და დისკუსიებით მასონთა ლოჟა "ლოტოს"-ში. ავტორია წიგნისა "Участие армян в Мировой войне на Кавказском фронте (1914-1918)", პარიზი, 1927, ფრანგ. ენაზე). დაჯილდოებული იყო საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის" ორდენით. გარდაიცვალა პარიზში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1917). გენერალ გრიგოლ ყორღანოვის შვილი.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.95-96

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1911 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: