| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა: თბილისის ქიმიურ-ტექნოლოგიური ტექნიკუმი 1926 წელს. 1926-1930 წლებში მუშაობდა რიაზანის ოლქისა და მოსკოვის ქიმიურ ქარხნებში; 1930-1944წწ. ნიჟნი ნოვგოროდის ქალაქ ძერჟინსკის N80 ქარხანა: 1930-1939წწ. მე-7 საამქრო, ცვლის ინჟინერი, საამქროს უფროსის მოადგილე; 1939-1944წწ. N3 საამქროს უფროსი, მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანა ასრულებდა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის საპასუხისმგებლო დავალებებს; 1944-1960წწ. ქ. ძერჟინსკის ი. მ. სვერდლოვის სახელობის ქარხანა: 1944-1953წწ. ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1953-1960წწ. ქარხნის დირექტორი. 1956 წელს მისი უშუალო მონაწილეობით N3 საამქროს ბაზაზე მოეწყო "ოკას" სარეცხი მანქანების აწყობის ახალი საამქრო, რომელმაც კონსტუქციისა და სანდოობის წყალობით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სამომხმარებლო საქონლის შიდა ბაზარზე; 1960-1965წწ. ხელმძღვანელობდა ოლგა-ვიატკის სახალხო მეურნეობის საბჭოს ქიმიური, ნავთობგადამმუშავებელი, რეზინისა და სამედიცინო მრეწველობის სამმართველოს. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. 1979 წელს მიენიჭა ქ. ძერჟინსკის საპატიო მოქალაქის წოდება. ილარიონ გოცირიძის და ვიქტორ გოცირიძის ძმა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2006.-გვ. 149 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

