The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალმასხან მიქელაძე

ალმასხან მიქელაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1915  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

1850 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1853–1856წწ. იყო ყირიმის და 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომების მონაწილე. მსახურობდა ლაიბგრენადერთა ერევნის მე-13, აგრეთვე დერბენდის პოლკში. 1887 წლიდან მეთაურობდა პიატიგორსკის 151-ე პოლკს და მე-40 დივიზიის მე-2 ბრიგადას. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1895). დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა გიორგის ოქროს იარაღი

გააზიარე: