| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩიქავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საინჟინრო - ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983 წწ. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო-სასწავლო გაერთიანების ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; არჩეული იყო გაერთიანების ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარედ; 1983-1986 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1987–1988 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988–1991 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგარეო ვაჭრობის გაერთიანება "საქიმპექსის" საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, ფირმის (დეპარტამენტის) დირექტორი; 1991–1992 წწ. საქართველოში გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის-იუნიდოს ხელშემწყობი ცენტრის მცირე საწარმო "ტანდემის" დირექტორი; 1992–1994 წწ. შპს "მაგიას" დირექტორი; 1994–1995 წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ექსპერტი; 1995-2008 წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მომსახურებისა და საგადამხდელო ბალანსის განყოფილების უფროსის მოადგილე, სავალუტო რეჟიმის განყოფილების უფროსი, საკრედიტო ოპერაციების განყოფილების უფროსი, მაკროეკონომიკური გამოკვლევებისა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგელე, საოპერაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გავლილი აქვს სტაჟირებები და მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარების მუშაობაში ინგლისის, იაპონიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ეგვიპტისა და რუსეთის ცენტრალური ბანკების სასწავლო ცენტრებში; აგრეთვე, დასავლეთ ლონდონის ბიზნეს კოლეჯში (WLBC), მონაწილეობდა სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში საქართველოს საგარეო ვალის რეგულირების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტების განკარგულებით, 10 წლის განმავლობაში (1998-2008 წწ.) წარმოადგენდა საქართველოს (დანიშნული იყო დირექტორის მოადგილედ საქართველოს მხრიდან ) ბისეკის (BSEC) ქვეყნების მიერ დაფუძნებულ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში (BSTDB), რომლის შტაბ-ბინაც განლაგებულია საბერძნეთის ქალაქ სალონიკში; 1996-1998 წწ. როგორც ექსპერტთა ჯგუფის წევრი საქართველოდან, მონაწილეობდა აღნიშნული ბანკის ფუნქციონირების დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებში; 2008–2010 წწ. პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი; 2010–2016 წწ. სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" ფინანსური მონიტორინგის განყოფილების უფროსი; 2017 წლიდან ეწევა ბიზნესსაქმიანობას საერთაშორისო ტურიზმის სფეროში; არის შპს "ჯი სი გრუპის" (GC GROUP) დამფუძნებელი და დირექტორი; ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (ეკონომიკის დოქტორი, 1987). მეცნიერ ლეო ჩიქავას შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წარმოების ინტენსიფიკაციის დონის შეფასება (კაპიტალური მშენებლობის მაგალითზე)", დაიცვა 1987 წელს. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

