The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან დიასამიძე

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Calligrapher

Biography

ქეთევან დიასამიძემ XVIII საუკუნეში გადაწერა დათუნა ქვარიანის პოემა "წმიდა გიორგის წამება" (დათუნა ქვარიანს 1678-1680 წლებში შეუთხზავს პოეტური ნაწარმოები "წამება და სასწაულთმოქმედება წმიდა გიორგისა". ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ემყარება მთავარმოწამის ცხოვრებისა და წამების იმ პროზაულ აქტებს, რომელთა უმრავლესობა ადრე უთარგმნიათ ქართულად), რასაც ადასტურებს გადამწერის ანდერძის მინაწერი: "ჰოი, წმინდაო გიორგი, ტკბილად გიბრძანებს უფალი, თავსა დაგადგა გვირგვინი, შემწედ გყავს შენი უფალი, სამოთხე მოგვცა სამყოფად, მუნ ედემის სატურფალი, და შენ ქეთევან შეიწყნარე მწერალი და ხელთუფალი." პოემის ტექსტი ქეთევანს შეუცვლია. შესავალში, რომელიც დათუნა ქვარიანის ავტობიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს, მას თავისი სახელი და გვარი ჩაუმატებია: "დიასამიძის ასულმა თქვა შესავალი ღთისანი, მერმე წმიდისა გიორგის მის მთავარმოწამისანი", ხოლო იქ, სადაც თხზულების ავტორი იხსენიებოდა წერს, "თუმც შემწევს ძალი ღთისა, ვწერ ქეთავან გვარიანი". ქეთევან დიასამიძის ორიგინალური შემოქმედებიდან არაფერია მოღწეული, იგი პოეტური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოვებული. ქეთევანის ოჯახის შესახებაც არაფერია ცნობილი, მაგრამ მისი გვარი კი ისტორიული წყაროებით საკმაოდ ცნობილია. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.120


Share: