| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია მასხარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს. 1997-2000წწ. ჭიათურა-საჩხერის ინვალიდთა და ხანდაზმულთა რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი-ქირურგი; 2000-2005წწ. ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის მთავარი ექიმი; 2005 წლიდან ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის დირექტორი. მოაწესრიგა საწარმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმა - ჩამოაყალიბა შპს "ჭიათურის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური 03", გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, შეაკეთა ერთი სანიტარული მანქანა. სამედიცინო დახმარების სამსახურს გადაეცა 3 მანქანა, დაემატა სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მოწესრიგდა დაფინანსების საკითხი და სხვა. მიღებული აქვს საპრეზიდენტო პროგრამის სიგელი - "სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03". პარალელურად მუშაობდა თემაზე "ჯანდაცვის სამსახურის პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის სრულყოფაში". ექიმი-ქირურგი, ჯანდააცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.035-936
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

