The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი კურცხალია

ირაკლი კურცხალია
Date of birth:2 January, 1971  (55 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.

მუშაობდა თბილისის სამხედრო საოლქო ჰოსპიტლის პულმონოლოგიური განყოფილების ავადმყოფის მომვლელ უმცროს მედდად; 1995 წელს მუშაობდა თბილისის სამხედრო საოლქო ჰოსპიტლის  ინტერნად თერაპიის სპეციალობით; დასრულების შემდეგ გაწვეულ იქნა თბილისში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, სადაც დაინიშნა ცენტრალური ჰოსპიტლის მიმღები განყოფილების უფროსად; 1998 წელს მიავლინეს სანკტ-პეტერბურგის ადიუნქტურაში (ასპირანტურა) ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ბაზაზე; ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მოამზადა საკვალიფიკაციო თემა; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდდატი (2001, ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის მთავარი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ს. ბ. შუსტოვი); 2001-2003წწ. საქართველოს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის წამყვანი თერაპევტი; 2003 წიდან თბილისის აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თერაპევტი. რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2001).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.936-937; საქინფორმი: ქართული საინფორმაციო სააგენტო: saqinform.ge


Share: