The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თარხან ხოჯამინასოვი

თარხან ხოჯამინასოვი
Date of birth:28 May, 1825
Date of death:January, 1909  (at 83 years)
Category:Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა მთავარი საინჟინრო სასწავლებელი 1843 წელს და მთავარი საინჟინრო სასწავლებლის ოფიცერთა კლასები - 1845 წელს.

1845 წელს ჩაირიცხა საინჟინრო კორპუსში, ტფილისში დანიშვნით. დიდხანს მსახურობდა კავკასიაში. იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი. მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. ჯარში მსახურობდა 1839 წლიდან, ხოლო ოფიცრად - 1849 წლიდან. 1857-1865წწ. მსახურობდა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარი შტაბის საინჟინრო განყოფილების უფროსად. 1864 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1875 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1865-1875წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო უწყების ინსპექტორად. 1882 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენატის სამხედრო წოდება. 1875-1897წწ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან და იყო მიწერილი საინჟინრო კორპუსთან. 1897 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო, მუნდირით და პენსიით. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. ინჟინერ-გენერალი (1897). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.101

Awards and Honors

  • 1893 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1890 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1872 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1869 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)
  • 1866 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (იმპერატორის გვირგვინით)
  • 1859 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (იმპერატორის გვირგვინით)
  • 1852 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: