The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

თინათინი, რომელიც მთავრინად იხსენიება, XVIII საუკუნის მოღვაწეა, მისი დავალებით ტრიფილე დიაკონ-მონაზონმა 1766 წელს გადაწერა სასულიერო-საეკლესიო შინაარსის კრებული. გადამწერის  ანდერძი გვამცნობს: "აღვსწერე... პალატსა შინა საპატრიარხოსა, ყოვლად უგანათლებულესისა და უბრწვინვალესისა მთავრინა თინათინისთვს მისმან უკანასკნელთა მონათაგანმა ტრიფილე უნდომან დიაკონ-მონაზონმან წელსა I766, თუესა მარტსა 24. უფალმან იესომ ძემან ღმრთისამან ახმარნეს მშვდობასა და დღეთა სიგრძესა შინა". თინათინის სახელი იხსენიება ხელნაწერის კიდევ რამდენიმე გვერდზე. გადამწერი ტრიფილე ერთგან თინათინის შვილად გვამცნობს თავს; იგულისხმება არა ნათესაური კავშირი, არამედ სულიერი. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.122


გააზიარე: