| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოტია დადიანი![]()
Biographyოტია დადიანი ოდიშის მთავარი 1728-1758, ბეჟან I დადიანის ძე. 1730 წელს ფაქტობრივად აუჯანყდა ოსმალებს და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და ილორის წმინდა გიორგის ეკლესია დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე ალექსანდრე V იღებდა მონაწილეობას. შურის საძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და მამუკა ბატონიშვილის ტახტზე აყვანას შეეცადა. ჩიხორთან ბრძოლაში 1732 წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა საჭილაო გადაეცა იმერეთის მეფისთვის. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად 1740 წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე სოლომონ I-თან. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. 1757 წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხრესილის ბრძოლაში. ოტია დადიანის პირველი მეუღლე იყო გულქანი, რაჭის ერისთავის შოშიტა მესამის ასული. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.604
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

