The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიკირტიჩ აბრამიანი

მიკირტიჩ აბრამიანი
Date of birth:18 December, 1939
Date of death:11 January, 2008  (at 68 years)
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა ჩერეპოვეცის კავშირგაბმულობის სამხედრო სასწავლებელი 1962 წელს; კავშირგაბმულობის აკადემიის კურსები - 1976 წელს; ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია - 1985 წელს.

1958-1992წწ. მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, სადაც განვლო გზა ლეიტენანტიდან გენერალ-მაიორამდე. 1992 წლიდან მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. იმავე წელს დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 1995 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს ადმინიასტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელად - დავალებათა გენერლად. 2000 წელს დანიშნეს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, შემდეგ კი მთავარი სამხედრო ინსპექტორის პირველ მოადგილედ. 2002 წელს გავიდა თადარიგში. დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის და სომხეთის რესპუბლიკის ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1997).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.127


Share: