The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო დადიანი

Date of birth:1764
Date of death:25 February, 1834  (at 70 years)
Burial location:მარტვილის მონასტერი
Category:Historian, Public Man

Biography

მამის, გიორგი დადიანის, გარდაცვალების (1799) შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში. 1804 წელს დაინიშნა სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრად. 1805 წელს მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას. აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში რუსული ორიენტაციის მქონე საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან-ბეგის გასადევნად. 1810–1823წწ. ლეჩხუმის სარდალ-მოურავი იყო. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1806–1812წწ., 1828–1829წწ. და რუსეთ-ირანის 1826–1828წწ. ომებში. რუსეთის მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 წელს და 1819–1820წწ. აჯანყებების ჩაქრობაში. წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე. მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომი "ქართველთ ცხოვრება" (1823–1824), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაჲ დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში ყოფნისას, ჩვენამდე არ მოუღწევია), დღიური (1824–1834 წლებისა) და რამდენიმე ლექსი. "ქართველთა ცხოვრება" მან შეადგინა, როგორც მშობლიური ისტორიის სახელმძღვანელო. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი წარმოადგენს "ქართლის ცხოვრების" და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის შემოკლებულ რედაქციას. მესამე ნაწილი კი ორიგინალურია, მოიცავს 1749–1823წწ. ისტორიას და დაწვრილებით მიმოიხილავს დასავლეთ საქართველოს ამბებს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1804). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

Share: